ბიზნესომბუდსმენი  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ბანკის  ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  წარმომადგენლებს  ვილემ დოუს და ეკატერინე ავალიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს  ბიზნესომბუდსმენის ვებ პორტალის portal.businessombudsman.ge-ის შესახებ, რომელიც  საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნომ  (SECO) დააფინანსა.

ირაკლი ლექვინაძემ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პორტალის მეშვეობით აპარატში შემოსული განცხადებების სტატისტიკის შესახებ.  

პორტალი მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება, რაც  ქვეყანაში ინვესტიციების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უწყობს ხელს. მისი მეშვეობით მეწარმეები  ელექტრონული ფორმით უკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებს.

ასევე ისაუბრეს, კერძო და საჯარო სექტორს შორის მედიაციის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის აპარატის როლზე.

მიმაგრებული სურათები