შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილესთან კარლო ნატალესთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (Delegation of the European Union to Georgia) ხელმძღვანელის მოადგილეს კარლო ნატალეს შეხვდა. 
ბიზნესომბუდსმენმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის 2018წლის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და 2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორუფციული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ბიზნეოსმბუდსმენის აპარატის მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
მხარეებმა დასახეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

მიმაგრებული სურათები