შეხვედრა პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან და  პოლონურ კომპანიებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის და სამშენებლო სფეროში მოქმედ პოლონური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს პოლონური  კომპანიების ბიზნეს საქმიანობის შესახებ საქართველოში. ბიზნეოსმბუდსმენმა გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების  მსურველ პოლონურ კომპანიებს. ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს იმ მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია,  რითიც საჭიროების შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინვესტორებს დაეხმარება.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ბიზნესომბუდსმენის აპარტსა და პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ბიზნეს სექტორში მოქმედ  პოლონური კომპანიების წარმოადგენლებთანაც.