შეხვედრა ლიეტუვას ვილნიუსის სავაჭრო პალატის დელეგაციასთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვას ვილნიუსის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს   სიგიტას ვიოლანივუჩს  და პალატის დელეგაციის წევრებს  შეხვდა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა დელეგაციის წევრებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ლიეტუვური კომპანიების ბიზნეს საქმიანობის შესახებ საქართველოში და განიხილეს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ლიეტუვას ვილნიუსის სავაჭრო პალატას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.