შეხვედრა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GURTIAD) წევრ კომპანიებს შეხვდა. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი მასპინძლობდა.

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან აქტიურ კომუნიკაციაში. საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს: მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების გადამზადებას, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობებს, მედიასთან კომუნიკაციას, ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას; აგრეთვე სხვადასხვა საინვესტიციო, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივებს.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GURTIAD) წევრი 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის ბიზნეს-გარემო პოზიტიურად შეაფასა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.

მიმაგრებული სურათები