„კლიპარტსა" და  ბიზნესომბუდსმენის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო „კლიპარტის“ დირექტორმა ანი ჭუჭულაშვილმა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით, რომელიც ფინანსურ ვალდებულებებს არ წარმოშობს, მხარეები თანხმდებიან, გამართონ ერთობლივი შეხვედრები როგორც გასავრცელებელი ინფორმაციების თემების თაობაზე, ასევე ბიზნეს სუბიექტების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მხარეების ცნობადობის გაზრდის მიზნით.

ასევე, მხარეები გაცვლიან ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ საქმიანობასთან და ხელმოწერილი მემორანდუმის საკვანძო საკითხებთან.