ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელთან კაროლინა ზარებასთან.

პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს ოფისი თბილისში რამდენიმე თვეა გაიხსნა და მათი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე  პოლონური  ინვესიტიციების მხარდაჭერაა.

ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს ბიზნესომბუდსმენის საქამიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ მექანიზმების შესახებ ესაუბრა, რითიც აპარატი, საჭირეობის შემთხვევაში, პოლონელ ბიზნესმენებს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და  სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

 

მიმაგრებული სურათები