ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესის ერთ-ერთი გამოწვევა სასამართლო სისტემაა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე - ეს არის ბიზნესისთვის პრობლემა, რადგან დროშია გაჭიანურებული ბიზნეს დავები და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეტი სირღმისეული ანალიზი სჭირდება იმ დავების გაანალიზებას, რომელიც ხვდება სასამართლოში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასამართლოში არის გადატვირთულობის პრობლემა, რადგან ბევრი საკითხი საჩივრდება და პრაქტიკულად, ესეც ქმნის ამ პრობლემას. პრაქტიკულად ბევრი საქმე მოდის ერთ მოსამართლეზე. ჩვენ მივესალმებით ყველა ფორმატს, სადაც ამ მიმართულებით რეკომენდაციების განხილვა იქნება შესაძლებელი.
ბევრი რეკომენდაცია არის სხვადასხვა ფორმატის განხილვებში ეს არის კომერციული დავების მიმართულება, ეს არის მედიაციის როლის გაძლიერება სხვადასხვა ინსტანციებში ან ისეთი ტიპის პლათფორმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ სასამართლო განიტვირთოს იმ საქმეებისგან, რომელიც ხვდება სასამართლოში. შეიძლება სხვადასხვა ინსტანციებზე იყოს გადაწყვეტილი და არ იყოს ყველა ეტაპზე მისი გასაჩივრება აუცილებელი.