ირაკლი ლექვინაძე: აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობა აზიანებს ქვეყნებს შორის არსებულ წარამტებულ ბიზნეს ურთიერთობებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შემდეგ, საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ აგორებულ კამპანია განიხილეს.

საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ზიანის მომტანია კომპანიების საქმიანობისთვის. მათივე განცხადებით, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და იმ მოქალაქეებზე, ვინც ასოციაციის წევრ და სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში არიან დასაქმებულები.

„ვხედავთ, რომ  სოციალურ ქსელებში  არის მცდელობა  აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების.  საქართველოში  ბევრი აზერბაიჯანელი ინვესტორი ახორციელებს წარმატებით საკუთარ საქმიანობას და დაუშვებელია მსგავსი ტიპის კამპანიები. ამას ნეგატიური გავლენა აქვს აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობაზე საქართველოში და ამას გარდა აზიანებს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ ბიზნეს ურთიერთობებს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანული კომპანიების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში.“-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.