გაფართოებული შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რის შემდეგაც ბიზნესომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარუდგინა.

ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერას ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან აქტიურ კომუნიკაციაში, ამასთან ითქვა, რომ საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენთან მჭიდრო თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ბიზნეს-გარემო პოზიტიურად შეაფასეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.

მიმაგრებული სურათები