ფერმერის დღე 2018

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფერმერის დღისადმი მიძვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფერმერების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და „მზარდი ფერმერული მეურნეობა 2018“-ის ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა.

ნომინაციაში გაიმარჯვა ივანე იოსელიანის ფერმერულმა მეურნეობამ „ჩემი რანჩო“, რომელიც კურდღლის საერთაშორისო სტანდარტების ინტენსიურ მებოცვრეობის კომპლექსს წარმოადგენს. მერუნეობა 2016 წელს დაარსდა და 2018 წლისათვის მისი  წარმოება ორჯერ გაიზარდა. 

სულ სხვადასხვა ნომინაციაში მიღწეული წარმატებისთვის, 23 ფერმერი დაჯილდოვდა. ფერმერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ  დააჯილდოვეს.

ამასთან, ფერმერის დღესთან დაკავშირებით მეწარემეებს სხვადასხვა რეგიონიდან, წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია.

მიმაგრებული სურათები