ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაასრულეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაასრულეს

თელავი, 10 ივნისი 2019 – ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორცილდება, დღეს თელავში ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურება.

გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტის „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“ წარმომადგენელი ქეთევან ურიდია,  ბიზნესომბუდსმენის მოადგილეები ლევან კალანდაძე და გურამ გიორგაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენლები  დავით ედილაშვილი  და ბექა ინჯია ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზების უპირატესობებზე ისაუბრეს.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენის მოადგილეებმა ლევან კალანდაძემ და გურამ გიორგაძემ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს  ინფორმაცია  და ისაუბრეს აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მეწარმეებმა მათთვის პრობლემური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.

მედიაცასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ფოთსა და ახალციხეში.

რეგიონული შეხვედრების სერია ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი რეგიონულ ბიზნეს წრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლება იყო.