ბიზნესომბუდსმენი შსს-ს მიმართავს სასროლეთის მოსაწყობად დადგინდეს შესაძლო საფრთხეების პრევენციისთვის აუცილებელი და საკმარისი ნორმები/პარამეტრები და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს დადგენილებაში

ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც სურს  საქართველოს ტერიტორიაზე ღია სასროლეთის მოწყობა, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია უსაფრთხოების ისეთი ნორმები, რომლის დაკმაყოფილების მიზნით, მას უწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ხარჯების გაწევა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სასროლეთის მოწყობას.

ვიზიარებთ კომპანიის პოზიციას და მიგვაჩნია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილება შეუსაბამოდ მკაცრ  და შესაძლო საფრთხეებთან მიმართებით გადაჭარბებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგენს. ვფიქრობთ, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დღემდე არც ერთი ნებართვა არ არის გაცემული სასროლეთის მოწყობაზე, მიუხედავად საქართველოს ბაზარზე მოთხოვნის არსებობისა.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ საკითხის განხილვაში, დაინტერესებული კომპანიების ჩართულობით.