ბიზნესმობიზნესმობუდსმენი ბადაგონის თემაზე ვლადიმერ ჯანჯღავას შემდეგ კვირას შეხვდება

ბიზნესომბუდსმენის ოფისი აქტიურად ახორციელებს მონიტორინგს ბადაგონის საქმეზე. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა და გვაქვს პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან, მათ შორის ბატონ ვლადიმერ ჯანჯღავას პატრნიორებთან და ადვოკატთან. დადგეგმილ შეხვედრაზე ჩვენ რა თქმა უნდა მოვუსმენთ იმ წუხილებს რაც მას გააჩნია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.ბიზნესომბუდსმენის ოფისი პროცესში პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩაერთო. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა კომპანიის ინტერესები, საწარმოს არ შექმნოდა პრობლემები ფუნქციონირებაში და არ შესუსტებულიყო „ბადაგონის“ პოზიციები, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, რასაც მივაღწიეთ კიდეც.საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ მოქმედებებს კომპანიის საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია.ამ დროისათვის კომპანიის გარშემო დავა მიმდინარეობს კერძო მხარეებს შორის და ასეთ დროს სასამართლო არის ყველაზე ლოგიკური სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრესთან დაკავშირებით პრესაში მიმართვა ვლადიმერ ჯანჯღავას მხრიდან დღეს გავრცელდა.