Another meeting of Interagency Coordination Council for the Private Law Reform

საბჭოს წევრებმა განიხილეს სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხი, რომლებიც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს.

რეფორმის მიზანი მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს კომერციული სასამართლოს მოდელები, რომლებიც ევროპის მოწინავე ქვეყნებშია აპრობირებული, მათ შორის, ინგლისის, ირლანდიის, ჰოლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, გერმანიის, ასევე, აშშ-ის, დუბაის, სინგაპურისა და კანადის მაგალითები; იმსჯელეს კომერციული კოლეგიების იურისდიქციის საკითხებზე, მოსამართლეთა კოლეგიების შექმნის მექანიზმებზე და სხვ.

Attached images