2016 წლის 2 ივნისიდან საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავისას გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების დაყადაღების წესი შეიცვალა.

კერძოდ, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო ორგანო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება.