2011 წელს შეიქმნა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი. ინსტიტუტის შექმნისა და საქმიანობის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლი, ხოლო საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N92 დადგენილებით.

2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც, ინსტიტუტმა საქმიანობა განაგრძო ახალი სახელწოდებით.

 

საგადასახადო ომბუდსმენები / საქართველოს ბიზნესომბუდსმენები იყვნენ:

გიორგი პერტაია - საგადასახადო ომბუდსმენი 2011 წლის იანვრიდან - 2012 წლის ივლისამდე;

მაია მერედოვა -  საგადასახადო ომბუდსმენი 2012 წლის სექტემბრიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე;

გიორგი გახარია - საგადასახადო ომბუდსმენი 2013 წლის მარტიდან - 2015 წლის ივნისამდე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი 2015 წლის ივნისიდან - 2016 წლის ივლისამდე.